24/7 დახმარება

შპს „ეს აი გრუპ-LTD S & I Group“-ის

ვებ-გვერდის გამოყენებისწესებიდაპირობები

პრეამბულა :

ვებ-გვერდი https://s-igroup.ge/ წარმოადგენს შპს „ეს აი გრუპ-LTD S & I Group“-ის (შემდგომში კომპანია) საკუთრებას.

ვებ-გვერდის გამოყენებით ხორციელდება ელექტრონულ ლიფტებში ბარათის/ჩიპის წამკითხველი მოწყობილობის პროგრამული უზრუნველყოფა და დამკვეთზე (დამკვეთი შეიძლება იყოს ფიზიკური ან/და იურიდიული პირი) მომსახურების გაწევა, მხარეთა შორის გაწერილი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

ვებ-გვერდის გამოყენება შესაძლებელია, მხოლოდ იმ პირებისათვის, რომლებიც რეგისტრაციის გავლისას თანახმა არიან დაიცვან ხელშეკრულებაში გაწერილი და საიტზე განთავსებული პირობები.

თანამედროვე ტექნოლობიების განვითარებისა და საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კომპანია იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს ცვლილებები შეიტანოს ვებ-გვერდზე და მომსახურების პირობებში, რაც ასევე, აისახება მხარეთა შორის ხელშეკრულების დამატებით პირობებში ან/და შესაბამისი ცვლილებები და დამატებები (გაუმჯობესების თვალსაზრისით), ინფორმაცია განთავსდება ვებ-გვერდზე.

ვებ-გვერდის მომხმარებელი, წინასწარვე ახცადებს თანხმობას, რომ ყველა ცვლილებებს გაეცნობა საიტზე, თუ ახალი ცვლილებები ან/და დამატებები არ იქნება მისაღები, კომპანიას აცნობებს დაუყონებლივ. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს ეზღუდება ვებ-გვერდზე წვდომა.

ვებ-გვერდზე რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის (ID ნომერითა და პაროლის შეყვანით) შემდგომ, მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოთხოვნები და პირობები.

ხელშეკრულების ძირითადი პირობები:(რაც უნდა გაფორმდეს კონკრეტულ ობიექტზე?)

ბმა-ს შემთხვევაში, კომპანია მომსახურებას უწევს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა რეგულარული ხარჯებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარებასთან დაკავშირებული დამატებითი სადანახარჯო შენატანების ოდენობის აღრიცხვას, ყოველდღიურ ხარჯთაღრიცხვასა და დაგროვილი თანხის ბმა-ს მიერ მოწოდებულ საბანკო ანგარიშწორების ანგარიშზე ჩარიცხვას. რომლის ფარგლებშიც, კომპანიასა და ბმა-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად:

1. პერსონალური მონაცემები: კომპანია უზრუნველყოფს თქვენს მიერ, მითითებული პერსონალურ ინფორმაციის შენახვას (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტისა და საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი პირის მისამართი) აღნიშნული ინფორმაციის შენახვის მიზანია, მომხმარებლისათვის ეფექტური მომსახურების გაწევა. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მომსახურების შეწყვეტა და დაცული მონაცემების განადგურება.

2. პასუხისმგებლობის შეზღუდვა: კომპანია და მისი შესაბამისი თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებელნი, დამდგარი შედეგისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ, არა სახელშეკრულებო ზიანს, რაც გამოწვეულია ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის, მომხმარებლის მხრიდან, მისი არასწორი ან/და არამიზნობრივი გამოყენებით.

3. ანგარიშსწორება და თანხის გადახდის პირობები: მომსახურების მისაღებად ანგარიშსწორების განხორცილება შესაძლებელია შემდგები მეთოდებით:

4. ყოველთვიური მომსახურეობის თანხის გადახდა შესაძლებელია, ონლაინ საბანკო ბარათის მეშვეობით, (როგორ იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისთვის) პირადი საბანკო მონაცემების შეყვანა ხდება უშუალოდ აპლიკაციის ვებ-გვერდზე, რაც სრულად უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას და უსაფრთხოებას.

5. მომსახურების ღირებულების გადასახდელი თანხის(ასევე დავალიანება) ოდენობა ასახულია ვებ-გვერდზე ავტორიზაციის გავლის შემდგომ, მომხმარებლის ექაუნთში.

6. თანხების დაბრუნების პირობები:

6.1. თანხის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გადამხდელი-ავტორიზებული მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს კომპანიის ცხელ ხაზსს და აცნობოს თანხის დაბრუნების შესახებ.

6.2. კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკვის შემდგომ, ავტორიზებული მომხმარებელი ვალდებულია, კომპანიის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე- ltdsigroup2024@gmail.com, გაუგზავნოს წერილი, თანხის დაბრუნების მიზეზთან დაკავშირებული, დასაბუთებული ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითოს საბანკო ანგარიშსწორების ანგარიშის რეკვიზიტები ან/და მიაბას ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტების ამონაწერი.

6.3. კოპმპანია ვალდებულია, მომხმარებელს დასაბრუნებელი თანხა აუნაზღაუროს, თანხის დაბრუნების განაცხადის (ელ.ფოსტაზე მიღებული წერილიდან) გაკეთებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

7. ვებ გვერდზე დარეგისტრირების წესი:

7.1. ბინის ან/და კომერციული ფართის მესაკუთრემ, ასევე, ნდობის აღჭურვილმა პირმა, ვებ-გვერდზე, ასევე, აპლიკაციის გამოყენებით, რეგისტრაცია და სარგებლობა, რომ შეძლოს, კომპანია შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე უნდა ემსახურებოდეს საცხოვრებელ სახლს.

7.2. რეგიისტრაციის გავლის შემდეგ, პროგრამა მომხმარებელს ავტომატიურად მიანიჭებს აბონენტის ნომერს, რის შემდეგაც მომხმარებელს შეგეძლებათ ვებ-გვერდზე (აპლიკაციით) თქვენს პროფილში შესვლა და თქვენი ჩიპების გატარებისა და ფინანსური ტრანზაქციების კონტროლი.

8. ვებ-გვერდით სარგებლობისას თქვენ:

8.1. დაიცავთ ვებ-გვერდით სარგებლობის წესებს.

8.2. თანამშრომლობის პროცესში წარმოადგენთ ინფორმაციას სრულად და ზუსტად, იმისათვის, რომ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით.

8.3. დაიცავთ საავტორო უფლებებს, არ განახორციელებთ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის სრულად ან რაიმე ნაწილის კოპირებას და გავრცელებას ნებისმიერ სახით და მიზნებისათვის.

8.4. დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას და კონფედეციალურობას.

8.5. არ განახორციელბთ ისეთ ქმედებებს, რომელიც ითვალისწინებს სხვა მომხმარებლის პირადი ან კონფენდენციალური ინფორმაციის, გაგებას და სხვა მომხმარებლის პირადი გვერდის მართვას.

8.6. არ შეხვალთ სხვა მომხმარებლის სახელით, ან გამოიყენებთ სხვა მომხმარებლის პირად მონაცემებს და სხვა მომხმარებლის გვერდს.

8.7. არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებ-გვერდის ან მომსახურების გამართულ ფუნქციონირებას.

8.8. არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომელიც აკრძალულია კანონმდებლობით ან ამ ხელშეკრულებების პირობებით.

9. ინფორმაციის განახლება და შეცვლა: ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია შეცვალოს, ნებისმიერი პირადი ინფორმაცია. აგრეთვე, მომხმარებლის ცვლილებისას ან/და მომსახურების შეწყვეტისას, ავტორიზებულ მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს, თავის ექაუნთში (პროფილის) არსებული ინფორმაციის წაშლა. რა დროსაც კომპანია უზრუნველყოფს, მომხმარებლის წაშლას და მანამდე არსებული უნფორმაციის დაარქივებას, როგორიცაა ჩიპის გატარების თარიღი, დრო და ა.შ.

წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ იგი თანახმაა და ღებულობს ვალდებულებას, რომ ამ პირობებს არ დაარღვევს.

საიტზე მომხმარებლის მიერ შევსებული პირადი ინფორმაცია კონფიდენციალურია და დაცულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნები.